მართლმსაჯულების სახლში საქართველოს მოსამართლეთა მე-20 რიგგარეშე კონფერენცია მიმდინარეობს, უკვე დასახელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორი კანდიდატი, რევაზ ნადარაია და გიორგი მიქაუტაძე. კონფერენციაზე მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ მართლმსაჯულების სამოქმედო გეგმა გააცნო.
„ყველაზე მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომელზეც კონფერენციაზე მე ვისაუბრებ, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ აქტივობების შესახებ, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების, სამართლიანი სასამართლოს, და მართლმსაჯულების განვითარების საკითხს ეხება. მოსამართლეებს გავაცნობ თითქმის დამთავრებულ ვერსიას, რომელსაც მათთან ერთად დღეს განვიხილავთ და აპრილში იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს" , - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
ამ წუთებში მიმდინარეობს საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება, რის შემდეგაც მოსამართლეები კანდიდატებისთვის ხმის მიცემას დაიწყებენ.