რეზონანსი
08.04.2017

 ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა 10 აპრილს მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ ცნობას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდი ავრცელებს.

„10 აპრილს, მოსკოვში აღარ გავემგზავრები. ჩემი პრიორიტეტი - „დიდი შვიდეულის" ქვეყნების წარმომადგელებთან ერთად სირიაში არსებული ვითარების განხილვა და მიუხედავად გამოყენებული ქიმიური იარაღისა, რუსეთის მხრიდან პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდაჭერის საკითხია". - განაცხადა ბორის ჯონსონმა. 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში ვიზიტი პირველად 27 მარტს გადადო. მაშინდელი მიზეზი ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გრაფიკის ცვლილება იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×