რეზონანსი
08.04.2017

 რუსთავში თოდრიას ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გასროლის შედეგად შშმ პირმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო და ქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გასროლა პმევმატური იარაღიდან განხორციელდა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. სამართალდამცველები ფაქტის შესასწავლად შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ.

თვითმხილველის თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ექიმებმა დაშავებულს მიყენებულ ჭრილობაში ტყვია ვერ უპოვეს, ამიტომ სამედიცინო პროცედურებისთვის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×