რეზონანსი
09.04.2017

 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რიგით მე-6, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ე. წ. ცესკო-ს განცხადებით, სულ 77 საარჩევნო უბანია, მათ შორის - 5 საზღვრებს მიღმა, აქედან ერთი - სოხუმში. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, პროცესს 80-მდე უცხოელი დამკვირვებელი ადევნებს თვალს.

ე.წ საარჩევნო უბნები რეგიონში დილის 8:00 საათზე გაიხსნა. ე.წ. პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად სამი კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან საოკუპაციო რეჟიმის ამჟამინდელი ლიდერი ლეონიდ თიბილოვი, პარლამენტის სპიკერი, ანატოლი ბიბილოვი და უშიშროების სამსახურის თანამშრომელი ალან გაგლოევი.

ე.წ. პრეზიდენტის არჩევის გარდა, ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობამ სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლის და ისევ „ალანიას" დარქმევის საკითხიც უნდა გადაწყვიტოს. ეს ლეონიდ თიბილოვის ინიციატივა იყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×