ეგვიპტის ქალაქ ტანტაში, ქრისტიანულ ეკლესიასთან ახლოს,აფეთქება მოხდა. „minval.az"-ის ინფორმაციით, ინციდენტისას 15 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე მძიმედ დაშავდა. უცხოური მედიის ცნობით, მოგვიანებით ქალაქში მეორე აფეთქების ხმაც გაიგეს, რომელიც სავარაუდოდ პოლიციის განყოფილებაში მოხდა.
„wall street journal"-ის ინფორმაციით, აფეთქებისას ეკლესიაში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობდა. კაიროს ჩრდილოეთით, ქალაქ ტანტაში აფეთქება ეგვიპტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ხალედ მეგაჰედმა „cbc tv"-თან ინტერვიუში დაადასტურა.
ტელეკომპანიის ეთერში ეკლესიის შიგნით გადაღებული კადრებიც გაუშვეს, რომელზეც დაშავებული მოქალაქეების სისხლიანი სხეულები ჩანს.
ქრისტიანები ეგვიპტის მოსახლეობის 10 %-ს შეადგენენ და ისლამური ექსტრემისტების სამიზნე არაერთხელ გახდნენ.