რეზონანსი
09.04.2017

 თეატრისა და კინოს მსახიობი, გივი ბერიკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ტელეკომპანია „იბერიას" ცნობით, მსახიობი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

როგორც მსახიობმა კახი კავსაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა, გივი ბერიკაშვილი უკვე მეხუთე დღეა კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

„ფილტვების ანთება ჰქონდა. ცუდად იყო ძალიან და მოათავსეს საავადმყოფოში. ამჟამად რეანიმაციაშია და ძალიან მძიმედ არის", - განაცხადა კახი კავსაძემ.

რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის ინფორმაციით, დილის 05:00 საათისთვის მსახიობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო.

გივი ბერიკაშვილს 15 მაისს 84 წელი უსრულდება.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×