რეზონანსი
09.04.2017

 თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რუსეთს მოუწოდებს გადახედოს სირიასთან ურთერთობებს, დაფიქრდეს აშშ-ის სამხედრო რეაქცაზე და ასადის რეჟიმის მხარდაჭერა შეწყვიტოს. ამის შესახებ გამოცემა „dailysabah" იუწყება.

„იმედი გვაქვს,რომ აშშ-ის ქმედებები არ შეიზღუდება და ამ ფონზე რუსეთი შეწყვეტს ასადის რეჟიმის მხარდაჭერას" , - განაცხადა ერდოღანმა სირიის კონფლიქტზე საუბრისას.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება ოფიციალური მოსკოვის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ასადის რეჟიმის უპირობო მხარდაჭერა არასწორია. ერდოღანის თქმით, ყოველწლიურად მილიონი უდანაშაულო მოქალაქე იღუპება და მსოფლიომ ამის წინააღმდეგ უნდა იმოქმედოს.

„მაგრამ მოდით დაჩქარდეს ეს, თავი დავაღწიოთ ამ ბოროტებას. თუ ვამბობთ,რომ გვინდა დემოკრატია, გადავდგათ ნაბიჯები ამისთვის" , - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის მეთაურმა.

სირიაში ავიაიერიში ქალაქ ჰან-შეიჰუნში მოხდა. ქიმიური იარაღით თავდასხმისას 58 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 300-მდე მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის 8 წლამდე ასაკის 11 ბავშვია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×