რეზონანსი
09.04.2017

 ასპინძაში ახალგაზრდა კაცმა, ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლი მოკლა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. 27 წლის ქალი ცივი იარაღითაა მოკლული და 8 ჭრილობა აქვს მიყენებული.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ცოლის მკვლელობის შემდეგ თავს დაესხა შუახნის მამაკაცს, რომლის შვილზეც ეჭვიანობდა. მას ჭრილობა თავის არეში, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გარდა ამისა, გამოძიება მამის დაჭრის ფაქტზეც მიმდინარეობს. კერძოდ, 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×