რეზონანსი
09.04.2017

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია- „WHO" აცხადებს,რომ ცხელი სასმელები, როგორიც არის ყავა და ჩაი, კიბოს გამომწვევი აგენტების სიას მიეკუთვნება.ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა „TIME" ავრცელებს. მკვლევრებმა დაადგინეს,რომ ძალიან ცხელი სასმელი, რომელიც 149 ფარენჰეიტზე, 65 გრადუს ცელსიუსზე მაღალია, საყლაპავი მილის კიბოს გამოწვევის რისკს შეიცავს.

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს- „IARC"-ის კვლევაში 10 ქვეყნის 23 მეცნიერი მონაწილეობდა. მათ 1000-მდე კვლევის ანგარიში შეისწავლეს, რომლებიც მაღალი ტემპერატურისა და კიბოს კავშირებს ეხებოდა.

კიბოს გამომწვევი აგენტების სიაში 79 ნივთიერებაა. ცოტა ხნის წინ ამ ჩამონათვალს წითელი დამუშავებული ხორცი, ასევე შემწვარი საკვები და ადამიანის პაპილომავირუსი შეემატა, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს.

„მინდა ვუთხრა ყველას, ვინც დიდი რაოდენობით ალკოჰოლს იღებს, ეს სიახლე ნუ შეაშინებთ, რადგან ალკოჰოლი ბევრად უფრო საზიანოა, ვიდრე ყავა. ასევე არ უნდა იდარდონ სიგარეტის მწეველებმა, რადგან სიგარეტი კიბოს გამოწვევისთვის ბევრად უფრო მეტ რისკს შეიცავს,ვიდრე ალკოჰოლი. ყავის მოყვარულებისთვის ეს ერთადერთი დამაიმედებელი გზავნილია" , - განაცხადა ჰარვარდის ეპიდემიოლოგიის სკოლის პროფესორმა, ალბერტო აჩერიომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×