რეზონანსი
09.04.2017

 რესპუბლიკელი სენატორი ტომ კოტონი ტრამპს სირიაში, სამხედრო ბაზის დამომბვისთვის აქებს და მიიჩნევს, რომ სამხედრო მოქმედებებმა საერთაშორისო ასპარეზზე აშშ-ს სანდოობა დაუბრუნა.

„მან აჩვენა მსოფლიოს, რომ როდესაც შეერთებული შტატები გასცემს გაფრთხილებას, ის თავის სიტყვას მოქმედებით შეასრულებს. მსოფლიო ხედავს, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ იზიარებს წინამორბედის მიერ, ძალის თავშეკავებით გამოყენებას" , - განაცხადა სენატორმა კოტონმა.

რესპუბლიკელი სენატორი მიიჩნევს,რომ აშშ-ის დარტყმები არის მეტი, ვიდრე ასადის რეჟიმის დასჯა და მომავალი თავდასხმების შეკავება. კოტონი ამტკიცებს, რომ იერიში ირანს და რუსეთს შეაკავებს, რომლებიც ასადის რეჟიმს სამოქალაქო ომში ხელს უწყობენ.

სირიაში, იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ობიექტზე, ჰომსთან მდებარე ავიაბაზაზე, სარაკეტო იერიში მიიტანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×