რეზონანსი
09.04.2017

 ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ქრისტიანებზე მორიგი თავდასხმა, ქალაქ ალექსანდრიაში, თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ის შენობაში შესვლას ცდილობდა და პოლიციელებმა შეაჩერეს. სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრიაში, კოპტურ ეკლესიასთან აფეთქებისას 11 ადამიანი დაიღუპა და 35 მძიმედ დაშავდა.

პირველი ინციდენტი დღეს დილით, ქალაქ ტანტას კოპტურ ეკლესიაში მოხდა, სადაც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობდა. აფეთქებისას 26 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაიჭრა. „alarabiya"-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ეკლესიის პირველ სართულზე იყო განთავსებული.

ორივე ინციდენტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

კოპტები მკვიდრი ეგვიპტელი ქრისტიანები არიან და ქვეყნის უმსხვილეს ეთნორელიგიურ და ქრისტიანულ ჯგუფს წარმოადგენენ. ისინი ეგვიპტის მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ს შეადგენენ.როგორც რელიგიური უმცირესობა, კოპტები თანამედროვე ეგვიპტეში ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას და ექსტრემისტი ისლამისტების შეტევის სამიზნე ხდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×