რეზონანსი
09.04.2017

 რესპუბლიკელი სენატორი, დაზვერვის კომიტეტის წევრი, ადამ შიფი მიიჩნევს,რომ ტრამპმა სირიაში სარაკეტო დარტყმები კონგრესთან შეთანხმების გარეშე არ უნდა განახორციელოს. ამის შესახებ კანონმდებელმა „ABC"-სთან ინტერვიუსას განაცხადა. ინფორმაციას „thehill.com" ავრცელებს.

„არ მგონია, რომ სირიაზე იერიში კონგრესის დამტკიცების გარეშე უნდა მომხდარიყო" , - განაცხადა ადამ შიფმა.

სენატორის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ტრამპი სირიის წინააღმდეგ მოქმედებებს იმიტომ ამწვავებს, რომ პატივს სცემს საერთაშორისო ცივილიზებულ თანამეგობრობას.

„იმედი მაქვს, რომ ამ ქმედებით პრეზიდენტი ასრულებს იმ დესტრუქციულ ურთიერთობებს, რაც ბოლო დროს ჰქონდა" , - განაცხადა სენატორმა.

სირიაში, იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ობიექტზე, ჰომსთან მდებარე ავიაბაზაზე, სარაკეტო იერიში მიიტანა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×