რეზონანსი
10.04.2017

 თეატრისა და კინოს მსახიობი, გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში, ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა.მსახიობი კლინიკა „მედი ქლაბში" რამდენიმე დღის წინ, ფილტვების ანთების დიაგნოზით მოათავსეს. მდგომარეობის გართულების გამო, ის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს, გურჯაანის სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1960 წლიდან კი ფილმებში იღებდნენ. მას 50-ზე მეტ ფილმსა და სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული.

გივი ბერიკაშვილი იყო მარჯანიშვილის, სოხუმისა რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის წევრი. იგი არის შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი, ხელოვნების ქურუმი და ქართული თეატრის ვარსკვლავი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×