რეზონანსი
10.04.2017

 მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო, საქართველოს პრემიერმინისტრი მწუხარებას გამოთქვამს. გიორგი კვირიკაშვილი გარდაცვლილის ოჯახს და მთელ საქართველოს უსამძიმრებს.

„გივი ბერიკაშვილმა ქართულ კინოსა და თეატრში დაუვიწყარი სახეები შექმნა. ძალიან დასანანია, რომ თანამედროვე ქართული კულტურის მოღვაწეთა შესანიშნავ პლეადას ღირსეული წარმომადგენელი გამოაკლდა. ბატონი გივის ცხოვრება მთლიანად იყო დაკავშირებული თავის ქვეყანასთან, ხალხთან" , - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.

თეატრისა და კინოს მსახიობი, გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში, ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა.მსახიობი კლინიკა „მედი ქლაბში" რამდენიმე დღის წინ, ფილტვების ანთების დიაგნოზით მოათავსეს. მდგომარეობის გართულების გამო, ის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×