რეზონანსი
10.04.2017

 დღეს „დიდი შვიდიანის" წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. შეხვედრის მთავარი თემა, სირიაში ქიმიური თავდასხმა და აშშ-ის სამხედრო რეაქცია იქნება. G-7-ის მინისტრები ასევე იმსჯელებენ სანქციებზე, თუ როგორ აიძულონ რუსეთი, რომ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა შეწყვიტოს. ამის შესახებ გამოცემა „TIME" წერს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანჯელინო ალფანო, რომელიც შეხვედრას მასპინძლობს აცხადებს,რომ ევროპის მიერ აშშ-ის სამხედრო დარტყმების მხარდაჭერის მიზანია, ხელი შეუწყოს აშშ-სა და მის პარტნიორ, „დიდი შვიდიანის" წევრებს შორის ჰარმონიული დიპლომატიური ურთიერთობების განახლებას.

„უნდა გვახსოვდეს, რომ არა 10 წლის წინ, არამედ ახლახანს, 100- 120 დღის წინ, ევროპა და აშშ ერთმანეთს დაშორდნენ, მივესალმები ჰარმონიის განახლებას" , -განაცხადა ანჯელინო ალფანომ „sky 24"-თან ინტერვიუსას.

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ეს „დიდი შვიდიანის" საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრაა. დიპლომატებს იმედი აქვთ, რომ აშშ-სა და ევროპას შორის ნდობის დაბრუნება, სირიაში 6-წლიანი სამოქალაქო ომის დასრულების საფუძველი გახდება.

შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბორის ჯონსონი და იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფუმიო კიშიდაც ესწრებიან.

მინისტრები შეხვედრაზე, აშშ-ის მიერ კორეაში კონტროლის გასამკაცრებლად, სამხედრო ძალების გაგზავნაზე და ბოლო პერიოდის ტერორისტულ თავდასხმებზე იმსჯელებენ.

რუსეთი „დიდი რვიანის" გაერთიანებიდან 2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლნების, ყირიმის ანექსიის შემდეგ გამოაძევეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×