„ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულების კომპენსაციების გამო, თბილისის ბიუჯეტში ცვლილებები შევა. მერიის სარეზერვო ფონდში ერთი მილიონი ლარი გადაირიცხება და შემდეგ დაზარალებულებზე გაიცემა. 345 მოვაჭრე ერთჯერადად 3 000 ლარს მიიღებს.თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე დღეს საკრებულოში იმსჯელებენ.
„თანხა გამგეობიდანაც, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდანაც გაიცემა, სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახზე, 500-დან 1 500 ლარამდე" , - განმარტა „ქართული ოცნების" წევრმა, ჯაბა სამუშიამ.
დაზარალებულები ერთჯერადი კომპენსაციის სახით, 5 ათას ლარს და შემდეგ ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვდნენ.თუმცა, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მერიის სარეზერვო ფონდს საკმარისი თანხა ჰქონდა და ბიუჯეტში თანხის დამატება არ იყო საჭირო.
„ დაზარალებულები და ჩვენც მათთან ერთად ვითხოვდით, რომ მათი დახმარება პირველ ეტაპზე ყოფილიყო 5000 ლარი, ვიდრე გამოძიება მივიდოდა საბოლოო შედეგებამდე, ვიდრე ზარალი დაითვლებოდა ბოლომდე" , -განაცხადა „ენმ"-ის წევრმა, მარინა დათუკიშვილმა.