რეზონანსი
10.04.2017

 ქრისტიანულ ტაძრებზე მოწყობილი თავდასხმების შემდეგ, ეგვიპტის პრეზიდენტმა ქვეყანაში 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „Fox 29" ავრცელებს. განკარგულების ძალაში შესვლამდე, ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

აბდელ- ფათაჰ ალ- სისიმ უსაფრთხოებისთვის ქვეყნის ყველა რეგიონში არმიის ქვედანაყოფების გაგზავნის ბრძანებაც გასცა.საგანგებო მდგომარეობისას სამართალდამცველებს უფლება ექნებათ დააკავონ ადამიანები და გაჩხრიკონ სახლები სასამართლო ორდერის გარეშე.

„ტერორისტულმა აქტებმა ვერ გატეხეს ეგვიპტელები, ამით ფაშისტურ ორგანიზაციებს ქვეყანაზე გაბატონების გეგმები ჩაუშალეს" , - განაცხადა სატელევიზიო მიმართვისას ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ- ფათაჰ ალ-სისიმ.

ბზობის დღესასწაულზე, „ისლამური სახელმწიფოს" თვითმკვლელმა ტერორისტებმა აფეთქებები ქალაქ ტანტასა და ალექსანდრიის კოპტურ ეკლესიებში მოაწყვეს. ტერაქტებს 44 ადამიანი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი მძიმედ დაშავდა. ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×