რეზონანსი
10.04.2017

 ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, სირიაში სამხედრო იერიშების შესახებ, აშშ-ის მოსახლეობის თითქმის ნახევარი მხარს უჭერს. გამოცემა „huffingtonpost"-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 51% ქიმიური თავდასხმის საპასუხოდ აშშ-ის სამხედრო დარტყმებს ეთანხმება. 32%-ს პრეზიდენტის გადაწვეტილება არ მოსწონს, ხოლო 17% პასუხში დარწმუნებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას, „thehill.com" ავრცელებს.

ტრამპის ამომრჩევლების უმრავლესობა,83 % პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, მოწინააღმდეგე კი მხოლოდ 11 %-ია.

კვლევაში მონაწილეობა 1000-მა რესპონდენტმა მიიღო. გამოკითხვა 7-8 აპრილს ჩატარდა და მისი ცდომილება +/- 3.8 %-ია.

სირიაში, იდლიბის პროვინციაში ავიაიერიში 4 აპრილს მოხდა.ქიმიური იარაღით თავდასხმისას 89 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 300-მდე მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის 8 წლამდე ასაკის 11 ბავშვია.

სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ობიექტზე, ჰომსთან მდებარე ავიაბაზაზე, სარაკეტო იერიში მიიტანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×