რეზონანსი
10.04.2017

 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რიგით მე-6, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „ცესკო" ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს,რომლის მიხედვითაც ჯერჯერობით პარლამენტის სპიკერი, ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს.

მას ხმების 57,98 % აქვს. 30 %-იანი მხარდაჭერა აქვს საოკუპაციო რეჟიმის ამჟამინდელ ლიდერს ლეონიდ თიბილოვს, ხოლო უშიშროების სამსახურის თანამშრომელს, ალან გაგლოევს მოსახლეობის 11,1 % უჭერს მხარს.

ე.წ. პრეზიდენტის არჩევის გარდა, ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობამ სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლის და ისევ „ალანიას" დარქმევის საკითხიც უნდა გადაწყვიტოს. ეს ლეონიდ თიბილოვის ინიციატივა იყო.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლას 78 %-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. ხმების დათვლა გრძელდება.

ე. წ. არჩევნების მიმდინარეობას რუსეთის და ოკუპირებული ყირიმის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. მათი თქმით, პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×