რეზონანსი
10.04.2017

 დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბორის ჯონსონი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი სირიის პრეზიდენტ, ბაშარ ასადის მხარდაჭერას არ შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა „The Times"-ი ავრცელებს.

ბრიტანული მედიის მიხედვით, ბორის ჯონსონი „დიდი შვიდეულის" ქვეყნებს ერთობლივი განცხადების გავრცელებას სთავაზობს.სანქციებზე დოკუმენტი უკვე მომზადდა და ის G7 ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს იტალიაში გამართულ შეხვედრაზე გაეგზავნებათ.

მანამდე,გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გამო, ახალ სანქციებს არ გამორიცხავს.

სირიაში, იდლიბის პროვინციაში ავიაიერიში 4 აპრილს მოხდა.ქიმიური იარაღით თავდასხმისას 89 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 300-მდე მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის 8 წლამდე ასაკის 11 ბავშვია.

სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ობიექტზე, ჰომსთან მდებარე ავიაბაზაზე, სარაკეტო იერიში მიიტანა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×