რეზონანსი
10.04.2017

 რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" დამფუძნებელი ალექსეი ნავალნი 15-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ტელეარხ „Дождь"-ის ცნობით, ამის შესახებ ალექსეი ნავალნის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, ლეონიდ ვოლკოვმა განაცხადა.

ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის განცხადებით, ამ დროისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება პოლიტიკოსი, რადგან მასთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

27 მარტს, მოსკოვის ტვერსკის სასამართლომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ანტიკორუფციული აქციის დროს პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულა და 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნავალნის 20 ათასი რუბლის გადახდაც დააკისრეს.

ოპოზიციონერ ნავალნის ინფორმაციით, პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევს, კორუფციული გზით სხვადასხვა სახის მდიდრული უძრავი ქონება აქვს მოპოვებული. საპროტესტო გამოსვლები, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" მიერ მასალების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო.

მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, კორუფციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 900-მდე მონაწილე დააკავეს. აქციები 82 ქალაქში გაიმართა და მთლიანად 60 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×