რეზონანსი
10.04.2017

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში მოგზაურობისთვის ახალი რეგულაციების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, ხშირია ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქეების არამიზნობრივი მგზავრობის, არალეგალურად დარჩენისა და მუშაობის მიზნით გამგზავრების ფაქტები.

საგარეო უწყების განცხადებით, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით საზღვრის კვეთის პროცედურები კიდევ უფრო გამკაცრებულია.

მოქალაქეს გამგზავრებისას თან უნდა ჰქონდეს მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები, მგზავრობის სრული პერიოდისათვის საარსებოდ და სამშობლოში დაბრუნებისათვის საკმარისი თანხის ფლობის დამადასტურებელი საბუთი,სამგზავრო ბილეთი ორივე მიმართულებით და

საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი.

ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, 17 აპრილიდან ამოქმედდება კიდევ ერთი ახალი რეგულაცია,რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების მიერ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის განცხადება დაჩქარებული წესით იქნება განხილული. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს განცხადების განხილვაზე უარს ეტყვიან, მის მიმართ ისრაელის სახელმწიფოდან დეპორტაციის პროცედურები დაუყოვნებლივ დაიწყება.

ამ რეგულაციის შემოღება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საქართველოს მოქალაქეები, თავშესაფრის მიღებაზე უარის მიღების შემდეგაც არალეგალურად რჩებოდნენ ისრაელის სახელმწიფოში.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×