ხვალ საქართველოს დედაქალაქში უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი, 10-15/20-25მ/წმ-ში. მსგავსი ამინდი თბილისში, კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
სინოპტიკოსები ღრუბლიან და ნალექიან ამინდს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ვარაუდობენ.
11 აპრილს ჰაერის მინიმალური ტემპერატურა, სტეფანწმინდაში -4, ხოლო მაქსიმალური თელავში, ზუგდიდსა და ოზურგეთში 15 გრადუსი იქნება.
იხილეთ ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:
თბილისი - 3/14
ბათუმი - 5/12
სოხუმი - 4/13
გორი - 0/14
თელავი - 3/15
ახალციხე - -1/7
ქუთაისი - 5/14
ფოთი - 3/14
ცხინვალი - -1/13
ბორჯომი - -1/7
მესტია - -3/7
ზუგდიდი - 4/15
ზესტაფონი - 3/14
ჭიათურა - -2/8
რუსთავი - 3/14
ოზურგეთი - 5/15
სტეფანწმინდა - 4/5
10 აპრილს თბილისში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, 1975 წელს +18.4, მინიმალური კი 1978 წელს, -6,1 გრადუსი დაფიქსირდა.