რეზონანსი
11.04.2017

 რუსეთში შეტყობინებების სისტემა „Zello" დაბლოკეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „Граней" იუწყება. რუსული მედიის ცენზურაზე პასუხისმგებელმა ორგანომ განმარტა, რომ კომპანიამ დაარღვია ფედერალური კანონი ინფორმაციის დაცვის შესახებ. მათი თქმით, ამ სისტემით რუსეთში არასანქცირებულ საპროტესტო აქციებს გეგმავდნენ.

„ჩვენ მივიღეთ შეტყობინება,რომ რუსეთში მომავალი კვირიდან პროგრამა დაიბლოკება"- წერია კომპანიის „twitter"-ის ოფიციალურ გვერდზე.

კომუნიკაციის სისტემის დაბლოკვასთან დაკავშირებთ, მისმა მომხმარებლებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, კავშირის აღდგენა და მონაცემთა დაცვა მოითხოვეს.

27 მარტს ქვეყნის ათამდე რეგიონში მოსახლეობა გამოვიდა ლოზუნგით „ასე ცხოვრება არ შეიძლება". ისინი ხელისუფლების გადადგომას და რეპრესიული კანონების გაუქმებას ითხოვდნენ.

„Zello" ამერიკული უფასო საკომუნიკაციო აპლიკაციაა, რომელშიც 100 მილიონამდე სმარტფონის მომხმარებელია გაერთიანებული. პროგრამა განსაკუთრებით პოპულარულია მძღოლებში. „Zello"-ს რუსეთში 400 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×