რეზონანსი
11.04.2017

 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტად ანატოლი ბიბილოვი აირჩიეს. მას ხმების 57,98 % აქვს. 30 %-იანი მხარდაჭერა აქვს საოკუპაციო რეჟიმის ამჟამინდელ ლიდერს ლეონიდ თიბილოვს, ხოლო უშიშროების სამსახურის თანამშრომელს, ალან გაგლოევს მოსახლეობის 11,1 % უჭერს მხარს.

ვლადიმერ პუტინმა ანატოლი ბიბილოვს გამარჯვება მიულოცა. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთის თანადგომა გაგრძელდება, მათ შორის უსაფრთხოების მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაცია, კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

ანატოლი ბიბილოვი 1992 წლიდან სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ ე. წ. სამშვიდობო დანაყოფში მსახურობდა, მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში, წოდებით გენერალ-ლეიტენანტია და განსაკუთრებულ დავალებათა ე. წ. მინისტრი იყო.

ე.წ. პრეზიდენტის არჩევის გარდა, ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობამ სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლის და ისევ ალანიას დარქმევის საკითხიც განიხილა. ეს ლეონიდ თიბილოვის ინიციატივა იყო. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლას 78 %-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, შესაბამისად სამხრეთ ოსეთის სახელწოდება ალანია იქნება.

თბილისში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული არცერთი გადაწყვეტილება ლეგიტიმურად არ მიიჩნევა და შესაბამისად, ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგებს მნიშვნელობა არ აქვს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს ნატო და ევროკავშირი არაკანონიერად ცნობს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×