რეზონანსი
11.04.2017

 ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მეშვიდე წლისთავზე, პოლონეთის სამთავრობო კომისიამ ახალი გამოძიების წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ბორტზე სავარაუდოდ აფეთქება მოხდა, რის გამოც ლაინერი ჰაერშივე ნაწილებად დაიშალა.

გარდა ამისა, პოლონური მხარე რუს დისპეტჩერებსაც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ პილოტები განზრახ შეიყვანეს შეცდომაში და დაშვების კოორდინატები არასწორად მიუთითეს.

ახალი საგამოძიებო დასკვნა პოლონეთის მმართველი პარტიის ინიციატივით მომზადდა. წინა მთავრობის მიერ ჩატარებული გამოძიება კი, ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზად პოლონელი პილოტებისა და რუსი დისპეტჩერების შეცდომას ასახელებდა.

ავიაკატასტროფა 2010 წლის აპრილში სმოლენსკის თავზე მოხდა. ბორტზე არსებული 96 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე.

საერთშორისო ავიაციის კომიტეტმა ავიაკატასტროფის მიზეზად პილოტის შეცდომა დაასახელა. პოლონეთის მხარემ საკუთარი გამოძიება ჩაატარა და მომხდარში პასუხისმგებლობა რუს დისპეტჩერებს დააკისრა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×