იურიდიულმა კომიტეტმა საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღო. ახალი რეგულაცია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისთვის კანონის გამკაცრებასა და ქულების სისტემის შემოღებას გულისხმობს.
„დაახლოებით ივლისიდან, ჩვენ გვექნება სრულიად ახალი ადმინისტრირების სისტემა, საქართველოში საგზაო მოძრაობის კუთხით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს სისტემა მინიმუმ 50 %-ით შეამცირებს 2018 წელს სიკვდილიანობას" , - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.
საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის თქმით, მათი ორგანიზაციის მოთხოვნაა, როგორც ნასვამი პირების მიმართ სანქციების გამკაცრება, ასევე მართვის მოწმობის გაცემის მოდელის დახვეწა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ სტანდარტებთან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილები, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. უწყების ინფორმაციით, უკონტაქტო პატრულირება და 100-ქულიანი სისტემა წლის ბოლომდე ამოქმედდება.