რეზონანსი
11.04.2017

 ინდოეთში უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა. 5 აპრილს გოგო დაიბადა, რომელსაც გული სხეულის გარეთ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას „Daily Star"-ი ავრცელებს.

ექიმების განცხადებით, ჩვილის გადარჩენის შანსი 50/50-ზეა.ის ოპერაციის გასაკეთებლად დელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბავშვის მშობლებმა ორსულობის პერიოდშივე იცოდნენ, რომ ჩვილს რაღაც პათოლოგია ჰქონდა, თუმცა დამატებითი გამოკვლევების ჩატარება ფინანსური პრობლემების გამო ვერ შეძლეს.

„ულტრასონოგრაფიის კვლევა ჩანასახის პათოლოგიებს წინასწარ აჩვენებს, თუმცა საკმარისი ფული არ გვქონდა. ვერასოდეს ვიფიქრებდით, თუ ჩვენი პირველი შვილი ასეთი ანომალიით დაიბადებოდა " , - განაცხადა ახალშობილის დედამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×