რეზონანსი
11.04.2017

 საკანონმდებლო ორგანოში ომბუდსმენის 800 გვერდიანი დოკუმენტი განიხილეს. უჩა ნანუაშვილმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიში წარადგინა.სახალხო დამცველის ანგარიშში ე.წ მოსმენების კანონი, სასჯელაღსრულებისა და შსს-ს ორგანოებში ძალადობის ფაქტები მოხვდა.

ომბუდსმენი განმარტავს, რომ მის უწყებაში შარშან 8827 განცხადება-საჩივარი შევიდა და მათგან რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილია გათვალისწინებული.

„ჩვენი მთავარი რეკომენდაცია კვლავ ძალაშია, რომ უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი" , - განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველი კმაყოფილია პენიტენციურ სისტემაში პატიმართა საერთო რაოდენობის შემცირებით, თუმცა მიიჩნევს,რომ ძალადობის პრევენცია ისევ პრობლემად რჩება.

„მწვავედ დგას პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობა, გაზრდილია დაკავებისას თუ მას შემდეგ სხეულის დაზიანების შემთხვევები. შემცირებულია პროკურატურისთვის გამოძიების დაწყების შესახებ მიმართვა, მაგრამ გამოძიების გაგრძელებასთან დაკავშირებით პროკურატურა არაეფექტურია" , - განაცხადა ნანუაშვილმა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში არის გარკვეული საკითხები, რომლებსაც ისინი იზიარებენ, თუმცა შენიშვნების ნაწილი დაუსაბუთებლად მიაჩნიათ.

„ჩვენ მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ ამის გათვალისწინებით და დავხვეწოთ გარკვეული საკითხები. არის საკითხები, როდესაც უბრალოდ დაუსაბუთებელი იყო სახალხო დამცველის რეკომენდაცია" , - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×