რეზონანსი
11.04.2017

 დღეს საქართველოში შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9, +14 გრადუსი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

დედაქალაქში დღის ბოლომდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

12 - 15 აპრილს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით იწვიმებს, ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში მოთოვს.

16 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×