რეზონანსი
11.04.2017

 დიდ ბრიტანეთში ექიმებს უფლება ექნებათ, იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვები, მათი მშობლების ნებართვის გარეშე აპარატიდან მოხსნან. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მიიღო.ამის შესახებ ინფორმაციას „BBC"-ი ავრცელებს.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ჩარლი გარდის შემთხვევის მაგალითზე გაამართლა. „Great Ormond Street"-ის საავადმყოფოს სპეციალისტი აცხადებს, რომ პაციენტ ჩარლი გარდს ტვინის შეუქცევადი დაზიანება აქვს და მას პალიატიური ზრუნვის პროგრამაში ჩართვა სჭირდება.

ჩარლი გარდი 7 თვის ბავშვია, ის 4 აგვისტოს დაიბადა და უკვე ბევრმა ადამიანმა გაიცნო. მისმა მშობლებმა შვილის გადასარჩენად უკვე 1.3 მილიონი ფუნტი დახარჯეს.

ჩარლის გარდა ამ დაავადების დიაგნოზი, (mitochondrial DNA depletion syndrome ) რომელიც პროგრესული კუნთების სისუსტეს იწვევს, მსოფლიოში მხოლოდ 15 ადამიანს დაუსვეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×