ტემპერატურის ყოველი ერთი გრადუსი ცელსიუსით, ან 1.8 გრადუსი ფარენჰეიტით გაზრდამ შესაძლოა 4 მილიონი კვადრატული კილომეტრის, ან 1,5 მილიონი კვადრატული მილის გაქრობა გამოიწვიოს. ამის შესახებ ინფორმაციას „washingtonpost"-ი ავრცელებს.
კვლევების მიხედვით, თუ დედამიწაზე ტემპერატურა 2 გრადუსამდე, ან 3.6 გრადუს ფარენჰეტამდე მოიმატებს, მთელ მსოფლიოში 2.5 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაქრება. მთლიანად პლანეტის ტერტორიის გაქრობა კი 6 გრადუსი ცელსიუსით, 10.6 გრადუსი ფარენჰეიტით ცვლილების შემთხვევაშია მოსალოდნელი.
კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების მიზანია, მსოფლიოს სახელმწიფოებმა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის,რომ დედამიწის საშუალო ტემპერატურა 1,5-დან 2 გრადუს ცელსიუსამდე არ გაიზარდოს.
პარიზის შეთანხმება 2015 წლის 12 დეკემბერს, საფრანგეთში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში მიიღეს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ხელშეკრულებას ხელი 2016 წლის 22 აპრილს ნიუ-იორკში მოაწერა.