რეზონანსი
12.04.2017

 პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრობს. იგი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი იყო გავლენის ქვეშ მიღებული და სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა სხვა პოლიტიკოსებთან ერთად პრეზიდენტსაც ჰქონდა.

ამავდროულად კობახიძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური არ ყოფილა.

"იყო კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და სხვა სუბიექტები, ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. შესაბამისი წერილებიც გააგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში და ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა და ბუნებრივია, ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, თუმცა მიზანი იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენა",- განაცხადა კობახიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×