რეზონანსი
12.04.2017

 სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა ი. ბ.-მ, 60 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან, მუცლის არეში ერთი გასროლით დაჭრა.

დაჭრილი წნორის არქიმედეს კლინიკაში მოათავსეს, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მოგვიანებით, დაზარალებული თბილისში, ქირურგიის ცენტრში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის დაპირისპირება საძოვრების თემაზე დაიწყო.  ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ დააკავა, იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.  

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×