დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთს შორის, გიბრალტარის გამო კონფლიქტი გამძაფრდა. ესპანელები 1713 წელს ბრიტანეთის მიერ გამოყოფილ ტერიტორიების დაბრუნებას ითხოვენ, თუმცა მათ თავად გიბრალტარის მოსახლეობა დიდი წინააღმდეგობით ხვდება.
გიბრალტარი იბერიის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, იგი ტერიტორიული თვალსაზრისით დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაშია. თუმცა 1704 წელს ბრიტანელებსა და ესპანელებს შორის დადებული ზავით, ტერიტორია ესპანეთს უნდა გადასცემოდა, ბრიტანეთმა კი ზავის პირობები დაარღვია.
ამჟამად გიბრალტარში დიდი ბრიტანეტის საზღვაო ძალების ბაზაა განლაგებული.
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის გამო, ესპანეთს მხარდაჭერა ევროკავშირმა გამოთქვა. ევროკავშირის ხელმძღვანელობის თქმით, ისინი დაეხმარებიან ესპანელებს ტერიტორიის დაბრუნებაში.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის თქმით, ქვეყანა სრულ სამხედრო მზადყოფნაშია, რათა საკუთარი ტერიტორია დაიცვას.