რეზონანსი
12.04.2017

 გურჯაანში 24 წლის გოგონა 27 წლის გ. ცანკაშვილმა, ოთხი პირის დახმარებით,  ძალის გამოყენებით  მანქანაში ჩასვა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. ოჯახის წევრების თქმით, გოგონამ რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველებს მიმართა და განაცხადა, რომ აღნიშნული პირი მას ავიწროებდა, თუმცა პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

მოტაცებულის ადგილსამყოფელის დადგენას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის 143-ე მუხლით აღიძრადა და დანაშაული სასჯელის სახით შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×