რეზონანსი
12.04.2017

 ფრანგულ გაზეთ, „Le Monde"-სთან ინტერვიუში, პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ფლობს უტყუარ ინფორმაციას იდლიბის პროვინციაში მომხდარ მოვლენებზე და სრული პასუხიმგებლობით აცხადებს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე სირიის მთავრობაა პასუხისმგებელი.

ფრანსუა ორლანდის თქმით, ფრანგები დარწმუნებულები არიან, რომ თვითმფრინავის მეშვეობით გამოიყენეს ქიმიური იარაღი, რომელიც ავიაბაზა „შაირათიდან" აფრინდა.

„ჩვენ გვაქვს უტყუარი ცნობები, რომ ქიმიური იარაღი არც შემთხვევით იქნა გამოყენებული და არც ტეროროსთვის. ის ის გამოიყენეს ტაქტიკური მიზნით და მიზანი იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალთა განლაგების შეცვლა. ამაში ეჭვი არც ამერიკელებს ეპარებათ", - განცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×