უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხდებით, იმ შემთხვევაში თუ დონბასში სიტუაცია გართულდება, გამყოფ ხაზთან უკრაინის არმიის ტანკები განლაგდებიან.
„ყველა სატანკო ნაწილი, ყველა სატანკო ქვედანაყოფი, სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია...საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ უმოკლეს დროში დავბრუნდეთ ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად", - აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ლუგანსკში, სატანკო ბრიგადის მონახულებისას გააკეთა.
პეტრო პოროშენკო ლუგანსკის ოლქში უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებთან შესახვედრად ჩავიდა,- ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი, სვიატოსლავ ცეგოლკო საკუთარ სოციალურ ქსსელში ავრცელებს.
ცეგოლკოს განმარტებით, „სამხედროები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და მტრის მოგერიება შეუძლიათ".