რეზონანსი
13.04.2017

 თელავში კირილეს ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა 26 წლის ცოლი დაჭრა. გოგონას მუცლის არეში შემავალი რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება. დაზარალებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრას წინ მეუღლეებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

38 წლის მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე საქმე 108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×