რეზონანსი
13.04.2017

 საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასწავლო ცენტრ „კრწანისის" ტერიტორიაზე გიგა შენგელიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, გამოძიება შეწყდა.

2016 წლის 23 ოქტომბერს, გიგა შენგელიამ, ძმასთან ერთად თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების დაუფლების მიზნით ფარულად შეაღწია წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის" ტერიტორიაზე, რაც შემჩნეული იქნა გუშაგის მიერ. გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლით მოუწოდა ხსენებულ პირებს შეჩერებისკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც გუშაგმა მათი მისამართით განახორციელა გასროლები, რასაც გიგა შენგელიას გარდაცვალება მოჰყვა.

ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ გუშაგი მოქმედებდა „შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 ივნისის N310 ბრძანების მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×