რეზონანსი
13.04.2017

 მარჯანიშვილის თეატრში მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილის ოჯახს კოლეგები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები უსამძიმრებენ. მსახიობი სცენაზეა დასვენებული, მონიტორზე კი, გივი ბერიკაშვილის მიერ შესრულებული როლების ამსახველ კადრებს უჩვენებენ. ამასთან, თეატრის ფოიეში მსახიობის ფოტოებია გამოფენილი.

გივი ბერიკაშვილმა სამსახიობო კარიერის ყველაზე დიდი დრო სწორედ მარჯანიშვილის თეატრში დაჰყო. ბერიკაშვილმა მარჯანიშვილის სცენაზე 35-ზე მეტი როლი ითამაშა.

მსახიობს 15:00 საათზე საბურთალოს ამაღლების ეკლესიაში დაკრძალავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×