რეზონანსი
13.04.2017

 თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერზურუმის პროვინციაში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ სიკვდილით დასჯის კანონს რეფერენდუმზე წარადგენენ და პარლამენტი მიიღებს, მაგ შემთხვევაში იგი კანონს დაამტკიცებს.

„სიკვდილით დასჯის აღდგენისთვის საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილება, მაგრამ თუ პარლამენტი მას არ დაამტკიცებს, მე საზოგადოებას მივმართავ და ამ საკითხს რეფერენდუმზე გავიტან. დაე საზოგადოებამ გადაწყვიტოს", - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთმა სიკვდილით დასჯა 2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში გააუქმა. საჯარო განხილვები სიკვდილით დასჯის აღდგენაზე 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო. ერდოღანმა მრავალჯერ განაცხადა, რომ თუ ხალხის ნებაა, რომ სიკვდილით დასჯა აღდგეს, ის ამ ნებას აღასრულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×