რეზონანსი
13.04.2017

 ე.წ. სტრასბურგის სასამართლომ ბესლანის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებისთვის რუსეთს 3 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა. „სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა მოსარჩელეებს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 2,995 მილიონი ევრო, ხოლო სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად 88 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს" , - ნათქვამია სასამართლოს პრესრელიზში.

ბესლანის ტერაქტის საქმეში 409 მოსარჩელე ფიგურირებს: ტერაქტისა და შემდგომი შტურმის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები და მძევლები.

„კონვენციის მე-2 მუხლზე დაყრდნობით მოსარჩელეები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა თავისი მოვალეობა, რათა დაეცვა ტერაქტის მსხვერპლი და მოვლენების გამოძიება არ იყო სრული. ზოგიერთი მოსარჩელე მიიჩნევს, მძევლების სიკვდილი გამოწვეული იყო ხელისუფლების მიერ ძალის გადამეტებით", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×