რეზონანსი
13.04.2017

 ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საკრებულოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განხილვას, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მოსახლეობა სოფელში ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და ამბობს, რომ პროექტის განხორცილების შემთხვევაში ადგილობრივები სარწყავი და სასმელი წყლის გარეშე დარჩებიან. მათივე თქმით, ისინი აქციებს მოაწყობენ და კომპანიას სოფელში სამუშაოების დაწყების საშუალებას არ მისცემენ.

საპირისპიროს ამბობენ კომპანია „ჯეო ფაუერში". მათი განმარტებით, პროექტის განხორციელება მოსახლეობას პრობლემას არ შეუქმნის, რადგან ნიადაგი შესწავლილია და ამის საშიშროება არ არსებობს. კომპანიის განცხადებით, მშენებლობაზე ადგილობრივებიც დასაქმდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×