რამდენიმე დღის წინ "რუსთავი 2" კიდევ ერთმა ტელეწამყვანმა დატოვა. გიორგი ვარდოსანიძე, რომელიც 3 წელი გადაცემა "გააცინე და მოიგეს" წამყვანი იყო, ტელეკომპანიიდან წავიდა. ვარდოსანიძემდე "რუსთავი 2" დატივეს დიამა ობოლაძემ, როსტომ წულუკიძემ და კოტე ბატმანიდმა.
როგორც თავად ვარდოსანიძე ამბობს, წყენა არ ყოფილა, ტელევიზია კი შეთავაზებული ნაკლები ანაზღაურების გამო დატოვა.
"რაღაცები იცვლება "რუსთავი 2"-ში. შემომთავაზეს ახალი კონტრაქტი, რომლის პირობებმაც არ დამაკმაყოფილა. ანაზღაურებაზე ვსაუბრობ, რომელიც ნაკლები იყო, არ მაწყობდა და ამიტომაც აღარ დავთანხმდი. რათქმა უნდა, გული მწყდება, მაგრამ ასეა, რაღაც იწყება, რაღაც მთავრდება. ახლა სხვა ეტაპი დაიწყება. არ ვიცი, ვინ წაიყვანს "გააცინე და მოიგეს", მაგრამ მას წარმატება მინდა ვუსურვო", - განაცხადა ვარდოსანიძემ.
შეგახსენებთ, რომ მარტის შუა რიცხვებში "რუსთავი 2" სპორტულმა კომენტატორმა და გადაცემა "შუა დღის" ერთ-ერთმა წამყვანმა დიმა ობოლაძემ დატოვა და ტელეკომპანია "იმედში" გადავიდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი მანაც ანაზღაურება დასახელდა.