რეზონანსი
15.04.2017

 კონკურენტულ ტრანსპორტის ინდუსტრიის სფეროში ეს კომპანიის პირველი ნაბიჯია. „associated press"-ის ინფორმაციით, „apple"-იმ პირველი თვითმართვადი ავტომობილი 14 აპრილს გამოსცადა. გუშინ გახდა ცნობილი,რომ კალიფორნიის საავტომობილო დეპარტამენტმა კომპანიას უფლება მისცა, თვითმართვადი ავტომობილის მუშაობა გზებზე გამოეცადა.

კანონმდებლობით, ტესტირების ეტაპზე თვითმართვად ავტომობილშიც უნდა იყოს ადამიანი,რომელიც ტრანსპორტის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, პასუხისმგებელი იქნება უსაფრთხოებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას „fox news"-ი ავრცელებს.

კომპანიაში ავტომობილების ინდუსტრიით დაინტერესებას ადასტურებენ, თუმცა მომავალ გეგმებზე დეტალურად არ საუბრობენ. „apple"-ის წარმომადგენლებმა კომპანიის ახალი ინტერესის სფეროს შესახებ განცხადება პირველად დეკემბერში გააკეთეს.

სხვა მწარმოებლების მსგავსად, „apple"-ი მიიჩნევს,რომ თვითმართვად ძრავიანი ავტომობილები გზებზე კრიტიკულ სიტუაციას განმუხტავს, გადარჩება მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, რომლებიც სიჩქარის გადაჭარბების ან სიმთვრალის გამო იღუპებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×