რეზონანსი
15.04.2017

 აშშ-მა სარაკეტო ხომალდი „Stethem"-ი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გააგზავნა. ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. განცხადებაში წერია, რომ ხომალდი „რუტინულ ოპერაციას" ახორციელებს. რეიდის დროს „Stethem"-ი ჩინეთის სამხედრო ხომალდებთან ინფორმაციას ცვლის.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა კორეის ნახევარკუნძულთან ავიამზიდი „კარლ ვინსონი" განათავსეს. ამერიკულმა მხარემ განაცხადა,რომ ვაშინგტონი მზად არის ჩრდილოეთ კორეის ობიექტების წინააღმდეგ დარტყმები განახორციელოს, თუკი ფხენიანი კიდევ ერთ ბირთვულ ცდას ჩაატარებს. თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება პრევენციული დარტყმებით დაიმუქრა.

გუშინ დონალდ ტრამპის ბრძანებით, ჩრდილოეთ კორეისკენ გაგზავნილმა ატომურმა ავიამზიდმა, რომელიც ე.წ ფრთოსანი რაკეტებითაა (Tomahawk) აღჭურვილი, იერიშისთვის ხელსაყრელი პოზიცია უკვე დაიკავა. პენტაგონმა ბომბდამშენები გუამის ბაზაზეც გაგზავნა.

ჩრდილოეთ კორეის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ვაშინგტონის აგრესიის შემთხვევაში, საპასუხოდ დარტყმები ამერიკულ ბაზებზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში და ასევე სეულში პრეზიდენტის რეზიდენციაზეც განხორციელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×