შვეიცარულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2017 წლის ანგარიშში გამოაქვეყნა. დაცულობისა და უსაფრთხოების რეიტინგში, საქართველომ 136 ქვეყანას შორის 29-ე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში ეს ქვეყნისთვის საუკეთესო მაჩვენებელია. 2011 წელს საქართველო 47-ე ადგილს იკავებდა. 2015 წლის ანგარიშთან შედარებით კი პოზიცია სამი პუნქტით გაიუმჯობესა და 32-დან 29-ე ადგილზე გადმოინაცვლა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დაცულობისა და უსაფრთხოების რეიტინგს ქვეყნებში ბიზნესზე, კრიმინალისა და ძალადობის გავლენის ინდექსზე დაკვირვებით ავლენს.
შვეიცარული არასამთვრობო ორგანიზაცია - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (The World Economic Forum (WEF), ქალაქ დავოსში, ყოველწლიურად, უმსხვილესი ბიზნესისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლების, სხვადასხვა პროფილის მქონე ანალიტიკოსებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით, შეხვედრებს მართავს.
ორგანიზაცია მოგზაურობისა და ტურიზმის შესახებ ანგარიშს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს და მასში 136 ქვეყნის რეიტინგია მოცემული.