რეზონანსი
15.04.2017

 აშშ-ის სამხედრო მიზნების შესახებ ინფორმაციას „Washington Post"-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, გეგმა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთკორეული რაკეტა სამხრეთ კორეის, იაპონიის ან აშშ-ის წინააღმდეგ იქნება მომართული.

ომის სანაცვლოდ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ „მაქსიმალური ზეწოლის" პოლიტიკის განხორცილება გადაწყვიტა.

14 აპრილს დონალდ ტრამპის ბრძანებით ჩრდილოეთ კორეისკენ გაგზავნილმა ატომურმა ავიამზიდმა, იერიშისთვის ხელსაყრელი პოზიცია დაიკავა. ჩრდილოეთ კორეის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ვაშინგტონის აგრესიის შემთხვევაში, საპასუხოდ დარტყმები ამერიკულ ბაზებზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. ასევე სეულში პრეზიდენტის რეზიდენციაზეც განხორციელდება.

ჩრდილოეთ კორეამ 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე 20 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა და 2 ბირთვული ცდა ჩაატარა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×