რეზონანსი
15.04.2017

 ვლადიმერ პუტინი ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივით გამოდის. განცხადება რუსეთის ლიდერმა ბიშკეკში გამართულ გაერთიანების სამიტზე გააკეთა.

ვლადიმერ პუტინის შეფასებით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის თანამშრომლობა წარმატებულია და მათ საერთო ბაზრის გაძლიერების თვალსაზრისით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გარე ნეგატიური ფაქტორების მიუხედავად, 2016 წელს კავშირის სოფლის მეურნეობის წარმოება თითქმის 4%-ით გაიზარდა.

დღეს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ რუსეთი და ყაზახეთი ბაიკანურის კოსმოსური სადგურის გამოყენების მიზნით, ყაზახეთთან თანამშრომლობას გააღრმავებენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×